Saturday, May 15, 2010

სემინარი ,,ეკონომიკური თავისუფლება, რეფორმები და ზრდა''

ახალმა ეკონომიკურმა სკოლამ ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან ერთად ჩაატარა კიდევ ერთი საინტერესო სემინარი ,, ეკონომიკური თავისუფლება, რეფომები და ზრდა''. სემინარის ფარგლებში ლექციები წაიკითხეს დოქტრომა რობერტ ლოუსონმა, დოქტორმა ნოელ კემბელმა, გია ჯანდიერმა და პაატა შეშელიძემ. სემინარის თემები იყო: მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება აშშ-ში- კორუფციის გავლენა ბიზნესის წამოწყებაზე შტატებში, ეკონომიკური თავისუფლება და ზრდა, საკუთრება, თავისფლება და პასუხისმგებლობა; უძრავი ქონების ფასები და ეკონომკიური თავისუფლება, ეკონომკიური თავისუფლება როგორც ფირმები გაჩენისა (დაბადების) და გაქრობის (სიკვდილის) ინდიკატორი, ეკონომიკური რეფორმები საქართველოში, სახელმწიფოს მიერ ხარჯვა- შემოსავლების ზრდის დამხმარე თუ დამაბრკოლებელი, რატომ არ შეუძლიათ მთავრობებს ეკონომიკის სტიმურიკება, ეკონომიკური თავისუფლება და დემოკრატია, მომავალი რეფორმები ეკონომიკური თავისუფლების ზრდილასთვის.
დოქტორი რობერტ ლოუსონი არის მსოფლიოში აღიარებული და მრავალი ორგანიზააციის მიერ გამოყენებული მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შემქმნელი. მან ისაუბრა თუ როგორ იქმენება ინდექსი და რა არის საჭირო ეკონომიკური თავისუფლების გასაზრდელად. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორზე დამოკიდებული მათ შორის მთავრობის ზომაზე, საკუთრების უფლებების დაცვაზე, სასამართლო სისტემაზე, გადასახადებზე და რეგულაციებზე. თუმცა ინდექსი ყოველთვის აჩვენებს ორი წლის წინანდელ მდგომარებოას, რადგან ინფრომაციის მოპოვება და მისი დამუშავება დიდ დროსათან არის დაკავშირებული. დოქტორმა ნოელ კემბელმა კი ემპირიული მეთოდების საშუალებით აჩვენა, რომ ფაქტორები, რომლების ეროვნულ დონეზე ახდენენ გავლენას ეკონომიკურ თავისუფლებაზე, მნიშვნლოვანია ადგილობრივ დონეზეც. მან განიხილა შტატების ეკონომიკური თავისუფლება, მათი კანონები და თუ რა დამოკიდებულება აქვს სხვადასხვა ფაქტორებს შტატების შემოსავალთან.
სემინარზე უამრავი საინტერესო რამ გაჟღერდა, თუმცა მინდა ყურადღება გავამახვილო რამდენიმე მათგანზე.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი სამხრეთ კავკასიისათვის მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განამვლობაში ქვეყნდება. სამხრეთ კავკასიაში და ზოგადად რეგიონში (თუ არ ჩავთლით ბალტიის ქვეყნებს) ეკონომიკური თავისფლების მხრივ საქართველოა ლიდერი. 2007 წლის მონაცემების მიხედვით საქართველო 42 ადგილზეა (2003-82, 2004-81, 2005-72, 2006-39) მთელს მსოფლიოში. 2006 წლის შემდეგ საქართველოს სამი ადგილით უკან ჩამოიწია, თუმცა ჯერ კიდევ ინარჩუნებს მოწინავე ადგილს. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა საქართველოში, ინდექსის მიხედვით, სასამართლო და საკუთრების დაცვის ნაწილში არის. საქართველო გადასახადების სიდაბლისა და მოხერხებულობის მიხედვით კი მთელ მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა! ეკონომიკური თავისფლების მიხედვით სომხეთი 54-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი კი 78-ე. პროფესორებმა ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველომ შეინარჩუნოს ასეთი დაბალი გადასახადები და არ დააწესოს რეგულაციები (რომლებიც აქტუალური თემაა, ევროკავშირი მოითხოვს დაწესდეს საკვების უსაფრთხოების ნორმები და რეგულაციის სისტემა, თუმცა ის არ ჰპირდება საქართელოს ქართული საკვების ევროპულ ბაზარზე შეტანას, და რომც შეიტანოს თავიდან სურს ყველა პროდუქტის შემოწმება. რეგულაციების დაწესება საქონლის ფასს აწევს და ქართული პროდუქტი კონკურანტუნარიანობას დაკარგავს ევროპულ ბაზარზე).
დოქტორმა ნოელ კემბელმა ისაუბრა, თუ რა გავლენა აქვს ეკონომიკურ თავისუფლებას უძრავი ქონების ფასებზე, მან ემპირიულად დაამტკიცა, რომ მეტი ეკონომიკური თავისუფლება უფრო მაღალ ფასებს იწვევს უძრავ ქონებაზე. მან აგრეთვე წარმოადგინა რამდენიმე ნამუშევარი, სადაც დაამტკიცა რომ ფირმების რაოდენობის ზრდას არანაირი გავლენა არ აქვს შემოსავლის ზრდაზე ( რადგან თუ არსებობს თავისუფალი ბაზარი და არსებობს შანსი ახალი ბიზნესის წამოწყებისას, გასაჭირის შემთხვევაში არის თავისუფლება ბიზნესის გაკოტრებისა და მთავორბა ასეთ შემთვევაში არანაირ დახმარებას არ უწევს ფირმებს).
მიუხედავად იმისა, რომ ყველა სემინარი ძალიან საინტერესო და ინფომაციული იყო, პირადად ჩემში დიდი ინტერესი აღძრა დოქტორი რობერტ ლოუსონის ლექციამ ეკონომიკური თავისუფლებისა და დემოკრატიის დამოკიდებულების შესახებ. პროფესორმა შემქნა ნაშრომი რომელშიც ე.წ. ჰაიკ-ფრიდმანის ჰიპოთეზა პოლიტიკური თავისუფლების შესახებ ემპირიულად (საკუთარი ინდექსისა და ფრიდომ ჰაუსის პოლიტიკური თავისუფლების ინდექსის გამოყნებით) გამოსცადა, ანუ მან სცადა დაედგინა თუ რა დამოკიდებულებაა ეკონომიკურ და პოლიტიკურ თავისუფლებას შორის. ნაშრომი ეფუძნება შემდეგ ორ ციტატას:

,,If ‘’capitalism’’ means here a competitive system based on free disposal over private property, it is far more important to realize that only within this system is democracy possible’’ (Haeyk, 1994:64-70)

,,Historical evidence speaks with a single voice on the relation between political freedom and free market. I know of no example in time or place of a society that has been marked by a large measure of political freedom and that han also used something comparable to a free market to organize the bulk of economic freedom'' ( Friedman, 1962:9))

ნაშორმში დოქტორმა ლოუსონმა დაადგნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დროში და სივრცეში არსბობდა ისეთი ქვეყნები რომელთაც ჰქონდათ პოლიტიკური თავისუფლება მაგრამ არა ეკონომიკური, ასეთი მდგომარეობა მხოლოდ რამდენიმე წლით ნარჩუნდებოდა და ქვეყნები ან პოლიტიკურად და ეკონომიკურად თავისუფლები ხდებოდნენ ან ორივეს გარეშე რჩებოდნენ. (სრული ნშრომი შეგიძიათ იხილოთ http://www.be.wvu.edu/divecon/econ/douglas/seminar/LawsonHayek.pdf ). დასკვნის სახით დოქტორი ლოუსონი ამბობს, რომ ეკონომიკური თავისუფლება წინ უსწრებს და აუცილებელი პირობაა პოლიტიკური თავისფულების, თუმცა ყოველთვის არ მივყავართ პოლიტიკურ თავისფულებამდე.

თუ უფრო მეტი გაინტერესებთ ამ თემების შესახებ ნაშორმების სრულად წაკითხვა მოგიწევთ.

No comments:

Post a Comment